სტანდარტი 25 კგ
წებო კერამიკული ფილებისთვის სტანდარტი 25 კგ STANDART
დანიშნულება :
გათვალისწინებულია შიგა მოსაპირკეთებელი სამუშაოებისათვის (კერამიკული ფილების კედელზე , იატაკზე, აგურისა და ბეტონის ზედაპირზე , საგოზავზე დასაწეპებლად).
შემადგენლობა :
ცემენტისა და სილის ნარევი პოლიმერული დანამატებით (Hexior,Shin-Etsu ,Clarint ).
ზედაპირის წინასწარი მომზადება:
ზედაპირი უნდა იყოს მშრალი , სწორი და მკვრივი. გასუფთავებული ცხიმისაგან, საღებავისა და მტვრისაგან. სასურველია ზედაპირი წინასწარ იქნას დამუშავებული ECOMIX - ის გრუნტით.
წებოს მომზადება:
25 კგ მშრალ ნარევს დავუმატოთ 5-6 ლ წყალი. კარგად ავურიოთ და დავასვენოთ 5 წუთი. მზა ნარევი გამოსაყენებლად ვარგისია 3 საათის განმავლობაში
გამოყენება:
ნარევი მისაწებებლად გამზადებულ ზედაპირს გავუსვათ 2-5 მმ სისქით. დაწებებული ფილები შესაძლებელია გადანაცვლებული იქნას 10 წუთის განმავლობაში. რჩევას გაძლევთ სამუშაოები შეასრულოთ +5° დან +30° C პირობებში. სრულყოფილი გამკვრივება ხდება 2 დღის შემდეგ.
შენახვა:
შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას კარგად თავმოკრული . შენახვის ვადა 6 თვე.