წებო კერამიკული ფილებისთვის სტანდარტი 25 კგ

დანიშნულება:

გათვალისწინებულია შიგა მოსაპირკეთებელი სამუშაოებისათვის (კერამიკული ფილების კედელზე, იატაკზე, აგურისა და ბეტონის ზედაპირზე , საგოზავზე დასაწეპებლად).

შემადგენლობა:

ცემენტისა და სილის ნარევი პოლიმერული დანამატებით (Hexior, Shin-Etsu, Clarint)

ზედაპირის წინასწარი მომზადება:

ზედაპირი უნდა იყოს მშრალი, სწორი და მკვრივი. გასუფთავებული ცხიმისაგან, საღებავისა და მტვრისაგან. სასურველია ზედაპირი წინასწარ იქნას დამუშავებული ECOMIX-ის გრუნტით.

წებოს მომზადება:

25 კგ მშრალ ნარევს დავუმატოთ 5-6 ლ წყალი. კარგად ავურიოთ და დავასვენოთ 5 წუთი. მზა ნარევი გამოსაყენებლად ვარგისია 3 საათის განმავლობაში

გამოყენება:

ნარევი მისაწებებლად გამზადებულ ზედაპირს გავუსვათ 2-5 მმ სისქით. დაწებებული ფილები შესაძლებელია გადანაცვლებული იქნას 10 წუთის განმავლობაში. რჩევას გაძლევთ  სამუშაოები შეასრულოთ +5° დან +30° C პირობებში. სრულყოფილი გამკვრივება ხდება 2 დღის შემდეგ.

შენახვა:

შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას კარგად თავმოკრული. შენახვის ვადა 6 თვე.